რა პრივილეგია აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე 5 საგანს აბარებენ და რა ხდება ერთერთ საგანში ჩაჭრის შემთხვევაში?
თუ თქვენ ჩააბარებთ 5 და მეტ საგანს, ჩარიცხვებშიც და საგრანტო კონკურში მონაწილობას მიიღებთ იმ საგნის შეფასებით, რომელშიც უკეთესი ქულა გექნებათ. (თუ ხუთივე ბარდება თქვენს მიერ არჩეულ პროგრამაზე)
გარდა ამისა, უფრო მეტ არჩევანს გააკეთებთ პროგრამების ჩამონათვალში, ანუ ფაკულტეტების არჩევისა და ცვლის მეტი თავისუფლება გექნებათ. მაგრამ, თუ რომელიმე არჩევით საგანში ვერ გადალახეთ ზღვარი ან არ გახვედით გამოცდაზე, გრანტის მოპოვების შესაძლებლობას დაკარგავთ.