Baby Bag

„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“ - განათლების მინისტრი

„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“ - განათლების მინისტრი

„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მოგეხსენებათ, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისაგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ასევე მოგეხსენებათ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გაიცემა გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ გაიცემა გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. 

აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურას; უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო იქნება ოთხი გამოცდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეოთხე საგანი უმაღლესი სასწავლებლების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია.

რაც შეეხება გრანტს, ცენტრის ცნობით, გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

წაიკითხეთ სრულად