ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
ტრენინგი მათთვის, ვისაც ტურიზმის სფეროში დასაქმება ან საკუთარი ბიზნესის წარმოება სურს
მედია პორტალი Moms.ge თანამშრომლობას იწყებს „ტურიზმის ორგანიზაციასთან“, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ ქალებს, დასაქმდნენ ერთ-ერთ მოთხოვნად სფეროში - ტურიზმში ან აწარმოონ საკუთარი ბიზნესი.
კურსის გავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალურად Moms.ge-ს მკითხველისთვის დაწესებული 10%-იანი ფასდაკლებით, რომლის გამოყენება შეგიძლიათ პრომო კოდის #saleformomsge-ის წარდგენით.
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მნიშვნელოვანი რგოლის საქმიანობა, სურს წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი ან დასაქმდეს აღნიშნულ სფეროში. ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულება.
ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან წამყვანი კომპანიების და ორგანიზაციების გამოცდილი, წარამტებული, პრაქტიკოსი და პროფესიონალი ტრენერები.
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ზოგადი ცოდნა ტურიზმის შესახებ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ჩართულობით. კურსის ფარგლებში განიხილება ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას აერთიანებს.
ტრენინგის მოკლე აღწერა იხილეთ აქ. კურსის სრულ სილაბუსს გაეცნობით ბმულზე.