Baby Bag

ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 19 ივნისის მონაცემებით

ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 19 ივნისის მონაცემებით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ:

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. გამოცდები 6 ივლისს დაიწყება ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდით და 25 ივლისს დასრულდება&nb...

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?

როდის გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?

„აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიასთან საუბარისას განაცხადა.

მან საგამოცდო პროცესის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოცდებზე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული:

„საგამოცდო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ამ პროცესის თითოეულ მონაწილეს - როგორც საგამოცდო პერსონალს, ასევე გამოსაცდელებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იცავდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. აბიტურიენტების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება, მასწავლებლობის მსურველების კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

წაიკითხეთ სრულად