Baby Bag

ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ

ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ

„ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს. 13 ივლისს განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აბიტურიენტები გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას.

„იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც განთავსებული იყვნენ საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდათ ინფექცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

რაც შეეხება იმ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

„ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა. 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭა შემდეგ პროგრამებს


წაიკითხეთ სრულად