Baby Bag

„მე-12 კლასში რაც არ უნდა გააკეთო, თუ მანამდე არაფერი არ გისწავლია, ვერ მიაღწევ ამ შედეგს“ - აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკაში უმაღლესი ქულები აიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გუშინ მათემატიკისა და სახვით და გამოყენებითი ხელოვნების შედეგები გახდა ცნობილი. ტელეკომპანია „იმედი“ იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც მათემატიკაში საუკეთესო ქულები აიღეს.

რუსუდან ქელდიშვილს მაქსიმალურ მაჩვენებლამდე (მათემატიკაში მაქსიმალური ქულა არის 59) ერთი ქულა დააკლდა. ამბობს, რომ ამოცანას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს და აუცილებლად გაასაჩივრებს.

მაქსიმალური შედეგი 59-დან 59 ქულა აიღო კომაროვის მოსწავლე რატი მენაღარიშვილმა. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მთავარი საკუთარ თავზე მუშაობაა და გამოცდისას დროის სწორად განაწილება. 

ელენე ჩიკვილაძეს მაქსიმალურ მაჩვენებლამდე 3 ქულა დააკლდა. აღნიშნავს, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს, 12:00 საათზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება

დღეს, 12:00 საათზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება

დღეს, 12:00 საათზე ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. 

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია საბოლოო შედეგების თაობაზე, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: ​online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.


საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

წაიკითხეთ სრულად