Baby Bag

აბიტურიენტების საყურადღებოდ! - დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში

აბიტურიენტების საყურადღებოდ! - დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა განახორციელოთ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა განახორციელონ ცვლილება სარეგისტრაციო გვერდზე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში:

აყენებთ კურსორს იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და ირჩევთ ღილაკს - წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს - დამატება, ბოლოს - შენახვა.

თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს - დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს - წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ პირველ საფეხურზე.

არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ გამოიყენოთ ღილაკი - შენახვა. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 10 ივლისს დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება. 

დღეს ისევ უცხოური ენის გამოცდა ტარდება და ამით სავალდებულო საგნების გამოცდები დასრულდება. არჩევითი საგნების გამოცდები 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

წაიკითხეთ სრულად