Baby Bag

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) წარმოდგენის თაობაზე და ჯერ არ წარუდგენიათ, დოკუმენტის ასლი უნდა მიიტანონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ რესურსცენტრებში არაუგვიანეს 20 აგვისტოს 18:00 საათისა.

აღნიშნული რეგულაცია არ ეხება სხვა აბიტურიენტებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით, აცხადებს რეგისტრაციას ახალ, მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზზე დაფუძნებით შემუშავებულ ტრენინგებზე.

უფროსი მასწავლებლებისთვის:
წამყვანი მასწავლებლებისთვის:
მენტორი მასწავლებლებისთვის:
http://tr.tpdc.ge/direction/46/47...

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, რეგისტრაცია 29 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად