შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) წარმოდგენის თაობაზე და ჯერ არ წარუდგენიათ, დოკუმენტის ასლი უნდა მიიტანონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ რესურსცენტრებში არაუგვიანეს 20 აგვისტოს 18:00 საათისა.
აღნიშნული რეგულაცია არ ეხება სხვა აბიტურიენტებს.