Baby Bag

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამები

როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონულ ჟურნალში?
ელექტრონულ ჟურნალში შესასვლელად მასწავლებლები უნდა შევიდნენ მითითებულ ბმულზე: ​https://onlineschool.emis.ge​თუ მასწავლებელი ხართ პირველ ველში ჩაწერეთ თქვენი microsoft 365 ის მომხმარებლის ელ-ფოსტა...

შეიძლება დაინტერესდეთ

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით - 2021

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით - 2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია:

ისტორია აირჩია 22 200 - მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა - 12 900 - მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - 3000 - მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია - 700 - მდე აბიტურიენტმა;
ზოგადი უნარები - 4 100 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა - 800 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია - 2300 - მდე აბიტურიენტმა;
ფიზიკა - 200 - მდე აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 50 - ზე მეტმა აბიტურიენტმა.
ჩარიცხვების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წელსაც სამი სავალდებულო საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ისტორია ან მათემატიკა) წარმატებით ჩაბარებაა საჭირო. ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასაბარებლად სავალდებულოა ოთხი გამოცდა. რაც შეეხება დამატებით საგნებს, კონკრეტულ პროგრამაზე თითოეული მათგანი უმაღლესმა სასწავლებელმა თავად განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ითხოვს დამატებით არჩევით საგანს, სავალდებულოა ოთხივე საგანში ბარიერის დაძლევა. 
წაიკითხეთ სრულად