შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია.
იხილეთ აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით:
- ისტორია - აირჩია 22 850-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა - აირჩია 12 660-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია - აირჩია 3250-მდე აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია - აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ზოგადი უნარები- აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა - აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება - აირჩია 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია - აირჩია 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა - აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ხელოვნება - აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
წაიკითხეთ სრულად