მედია პორტალი Moms.ge თანამშრომლობას იწყებს „ტურიზმის ორგანიზაციასთან“, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ ქალებს, დასაქმდნენ ერთ-ერთ მოთხოვნად სფეროში - ტურიზმში ან აწარმოონ საკუთარი ბიზნესი.
კერძოდ, ამ სფეროში მეტი ინფორმაციისა და განათლების ამაღლების მიზნით, „ტურიზმის ორგანიზაცია“ გთავაზობთ ტურიზმის მენეჯმენტის ზოგად კურსს.
კურსის გავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალურად Moms.ge-ს მკითხველისთვის დაწესებული 10%-იანი ფასდაკლებით, რომლის გამოყენება შეგიძლიათ პრომო კოდის #saleformomsge-ის წარდგენით.
- ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მნიშვნელოვანი რგოლის საქმიანობა, სურს წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი ან დასაქმდეს აღნიშნულ სფეროში. ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულება.
- ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან წამყვანი კომპანიების და ორგანიზაციების გამოცდილი, წარამტებული, პრაქტიკოსი და პროფესიონალი ტრენერები.
- კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ზოგადი ცოდნა ტურიზმის შესახებ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ჩართულობით. კურსის ფარგლებში განიხილება ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას აერთიანებს.
ტრენინგის მოკლე აღწერა იხილეთ აქ. კურსის სრულ სილაბუსს გაეცნობით ბმულზე.
ტურიზმის მენეჯმენტის ზოგად კურსზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული – http://bit.ly/2NO3zsU
კურსდამთავრებულს გადაეცემა „ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგები ჩატარდება რადისონ ბლუ ივერიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: +995 32 24 24 1 24; +995 557 307 337
წაიკითხეთ სრულად