Baby Bag

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება, დამატებით ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრა

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება, დამატებით ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);
  • მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);
  • უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია).


ცენტრის ცნობით, ​დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მაქსიმუმ ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება ცნობილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებაზე: 

„დღესაც მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებასა და გამკაცრებაზე, აქ შედის, სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლებიც და ა.შ. ბევრი რამ განიხილება, მე ახლა არ დავაკონკრეტებ, ალბათ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი ​გადაწყვეტილებები, შესაბამისად იქნება სკოლებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


წაიკითხეთ სრულად