Baby Bag

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სფეროს სიახლეები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია

განათლების სფეროს სიახლეები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გეგმის წარდგენის შემდეგ პრემიერსბრიფინგზე ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს. სწორედ აქედან შევიტყვეთ განათლების სფეროს შესახებ 4 სიახლე, რომელმაც მასწავლებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია:

1.​ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

„სასწავლო რეჟიმი ნორმალურად მიმდინარეობს. განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.“

2.​ სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

3. ​ეროვნული გამოცდები ჩატარდება, თუმცა შეიძლება გადავადდეს

„ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული.“

4. ​მთავრობა განათლების სისტემის ამუშავების შესახებ ცალკე პრეზენტაციას წარმოადგენს

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემა. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ.“

წაიკითხეთ სრულად