Baby Bag

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კლიპი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების კლიპი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწალეების კლიპს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კლიპში გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ქურდული“, „ობშიაკი“... სწორედ მსგავსი სიტყვების გამო აღმოჩნა კლიპი საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ შარჟია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. 

ერთერთი ვერსიით, ბოლო ზარზე უფროსკლასელებს შორის მომხდარი ჩხუბი სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს შსს უარყოფს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. 

კლიპის გამო ჩხუბის დაწყების ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ კლიპში მონაწილე ბავშვების მშობლებიც. ისინი აღიშნავენ, რომ ინცინდენტის დროს, მეთორმეტე კლასელები სააქტო დარბაზში იმყოფებოდნენ. 

სკოლის ბოლო ზარზე, 51-ე სკოლის უფროსკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

წაიკითხეთ სრულად