Baby Bag

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული ცნობილია

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული ცნობილია

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი  კენიელი პიტერ ტუბიში გახდა. პრესტიჟული ჯილდოს მფლობელის ვინაობა რამდენიმე წუთის წინ  გახდა ცნობილი.  გამარჯვებული ღონისძიების  წამყვანმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა. ჯილდოს მფლობელს  პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

დაჯილდოების ​​ცერემონია დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე გაიმართა.

ათ ფინალისტს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა. იგი  „მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე“ 179 ქვეყნის წარმომადენლების 10 000 განაცხადიდან შეარჩიეს.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“  2015 წლიდან მოქმედებს. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. „ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ დამაარსებელი Varkey-ს ფონდია.

იხილეთ ასევე:

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)