Baby Bag

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელი, რომელმაც განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო და ბავშვებს ინგლისურ ენას განსხვავებული და ახლებური მეთოდებით ასწავლის

მასწავლებელი, რომელმაც განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო და ბავშვებს ინგლისურ ენას განსხვავებული და ახლებური მეთოდებით ასწავლის

ლიკა მათიკაშვილი - მასწავლებელი, რომელმაც განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო და ბავშვებს ინგლისურ ენას განსხვავებული და ახლებური მეთოდებით ასწავლის. 

ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!

წაიკითხეთ სრულად