Baby Bag

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 - შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ)

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 - შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ)
იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
წაიკითხეთ სრულად