Baby Bag

სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება

სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება
საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება. 

პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება. 

რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის ​​დასრულებამდე?

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

თუმცა წელს ბოლო ორი დღესასწაული კვირას ემთხვევა.


შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა იჯდეს ბავშვი მერხთან სწორად? - წესები

როგორ უნდა იჯდეს ბავშვი მერხთან სწორად? - წესები

​ოკუპაციურმა თერაპევტმა ნინო რუხაძემ მერხთან ბავშვის სწორად ჯდომის წესებზე ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​„პირადი ექიმი მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად