Baby Bag

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

რაც შეეხება დოკუმენტაციის წარდგენას, 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

დღეს კი საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი სრულდება, რომლის ფარგლებშიც, სკოლებში რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია. აღნიშნული ეტაპი 2 მაისს დაიწყო.

მეოთხე ეტაპი, ანუ გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით უშუალოდ სკოლაში განხორციელდება.

ამ ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს. 

სულ საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა 73 500 ადგილია, საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 ათას პირველკლასელს ელოდებიან.

იხილეთ ​ინსტრუქცია

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სკოლაში პირველკლასელის ჩასარიცხად - სია

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სკოლაში პირველკლასელის ჩასარიცხად - სია

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთაც 12 ივნისის ჩათვლით მოსწავლე ელექტრონულად დაარეგისტრირეს, 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად სკოლაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
  • კანონიერი წარმომადგენლების პირადობის მოწმობის ასლები;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამინისტროს ცნობით, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

წაიკითხეთ სრულად