განათლების სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას ექსკურსიების აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში Moms.ge-ს განუცხადეს, ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მხრიდან არავითარი დირექტივა არ ყოფილა ექსკურსიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სკოლების დირექტორებს ვუგზავნით რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალიწინონ ექსკურსიისას. რეკომენდაციები ჩვენს საიტზეცაა განთავსებული და შეუძლიათ გაეცნონ.“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.