Baby Bag

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. რადგან წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. 

ამასთან, 2019-2020 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების გასავლელად კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!

მასწავლებლებს გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსების გასავლელად კიდევ ერთი შანსი ეძლევათ!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს კიდევ ერთ შანსს აძლევს გაიარონ ონლაინ ტრენინგები მასწავლებლის სახლის მაღალკვალიფიციურ ტრენერებთან.

,,ეს იქნება გამოცდის წინ მოსამზადებელი კურსები, რომლებიც დასრულდება გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე. ტრენინგის გავლის შემდეგ, მასწავლებლები გარანტირებულად ჩააბრებენ გამოცდას და მიიღებენ სასურველ შედეგს,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

მასწავლებლები ტრენინგის დროს უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო თეორიული მასალითა და სავარჯიშოებით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე:

  • დაწყებითი კომბინირებული კურსი 48 საათი - 160 ლარი
  • ტექსტის გააზრების ტრენინგი 9 საათი - 60 ლარი
  • ესეს წერის ტრენინგი 9 საათი - 60 ლარი
  • მათემატიკა I-VI 32 საათი - 135 ლარი
  • მათემატიკა VII-XII 32 საათი - 150 ლარი
  • სამოქალაქო განათლება 42 საათი - 170 ლარი

​რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: რეგ​ისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქ ​გვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277.


R.

წაიკითხეთ სრულად