Baby Bag

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

2019 წლის გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლებში სექტემბრიდან 5 000 ახალი მასწავლებელი დასაქმდება

საჯარო სკოლებში სექტემბრიდან 5 000 ახალი მასწავლებელი დასაქმდება

​საჯარო სკოლებში სექტემბრიდან 5 000 ახალი მასწავლებელი დასაქმდება. მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სკოლების თხოვნით, საკონკურსო კომისიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებიც იქნებიან.

დეტალები იხილეთ ,,იმედის" სიუჟეტში - ​საჯარო სკოლებში სექტემბრიდან 5 000 ახალი მასწავლებელი დასაქმდება

წაიკითხეთ სრულად