Baby Bag

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

2019 წლის გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რის შესასრულებლადაც მიდიხართ“ - ფსიქოლოგის 4 რჩევა აბიტურიენტებს

„ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რის შესასრულებლადაც მიდიხართ“ - ფსიქოლოგის 4 რჩევა აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წინასაგამოცდოდ აბიტურიენტებს ფსიქოლოგ ლელა ტყეშელაშვილის რჩევებს სთავაზობს: 

1. ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რის შესასრულებლადაც მიდიხართ.

2. კარგად გაიაზრეთ და შეისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც ახალ, აქამდე უცნობ ადგილზე უნდა აღმოჩნდეთ. არ გამოგრჩეთ დიდი ქალაქის თავისებურებები, განსაკუთრებით - საცობები.

3. კარგად შეისწავლეთ, რა დრო გეხარჯებათ ჩვეულებრივ რუტინულ საქმეებზე, მოემზადეთ წინა საღამოს, ჩვენი დაგვიანების ხშირი მიზეზი ხომ გასვლის წინ მოწესრიგება ხდება.

4. გამოიძინეთ, უძილობა ზრდის დაგვიანების რისკს. დასვენებული გონება ცხოვრების ტემპსა და გრაფიკს უკეთესად მიჰყვება.

წაიკითხეთ სრულად