Baby Bag

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.

მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება?

რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება?

წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილსაა. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები სააღდგომოდ წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი) დაისვენებენ (14, 15, 16,17 აპრილი).

დიდი ხუთშაბათი სკოლებში დასვენების დღედ არ არის გამოცხადებული. 

წაიკითხეთ სრულად