Baby Bag

„ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“ - მიხეილ ბატიაშვილი

„ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“ - მიხეილ ბატიაშვილი
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სისტემის შეფასებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გეგმავს. 

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ განათლების რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალ მოდელს ითვალისწინებს:

„სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას; ასევე - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისც არაერთი პროექტი განხორციელდება,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.