Baby Bag

2018-2019 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადები და ჩატარების განრიგი ცნობილია

2018-2019 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადები და ჩატარების განრიგი ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია 1 ნოემბრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. 

ცენტრის ინფორმაციით, სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად. 



ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.