Baby Bag

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

შეიძლება დაინტერესდეთ

დისტანციური სწავლება შესაძლებელია განხორციელდეს სამი მიმართულებით

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის.

დეტალები იხილეთ ვიდეოში 

წაიკითხეთ სრულად