„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები.
„სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს უკვე განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამ ეტაპზე წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;
საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან