Baby Bag

„ნუ ეხები მასწავლებელს“ - ახალგაზრდების მხარდაჭერა გარდაბნელ მასწავლებელს

„ნუ ეხები მასწავლებელს“ - ახალგაზრდების მხარდაჭერა გარდაბნელ მასწავლებელს

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი სოფლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომლითაც ნაადრევ ქორწინებას აპროტესტებენ.

„სალამ! ჩვენ მოვედით! ვართ თქვენ წინაშე. მოვდივართ, გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება! მოვდივართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვდივართ, დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ! ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი! მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ!“ - ამბობენ ახალგაზრდები ვიდეომიმართვაში.


შეგახსენებთ, რომ გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ადგილობრივებმა საჯაროდ მოახდევინეს ბოდიში იმის გამო, რომ ქორწინებისთვის გოგოს მოტაცება და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. მოგვიანებით მასწავლებელზე ზეწოლის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელეს.

შეიძლება დაინტერესდეთ

აუცილებელი პირობა, რაც მასწავლებლებმა გამოცდაზე გასვლამდე უნდა გაითვალისწინონ

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს პროფესიული უნარების ტესტირებით დაიწყება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დღე" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საუბრობს. 

წაიკითხეთ სრულად