Baby Bag

რამდენ კვირას გასტანს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები

რამდენ კვირას გასტანს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგების ვადები ცნობილია. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარის ჩათვლით (ორი კვირა) გაგრძელდება. 

იმის გათვალისწინებით, რომ 30 დეკემბერი კვირაა, საჯარო სკოლებში ბოლო სასწავლო დღე 28 დეკემბერი იქნება, ხოლო სწავლა 2019 წლის 15 იანვარს, სამშაბათ დღეს განახლდება.

აღნიშნული კალენდრით საჯარო სკოლები სარგებლობენ. კერძო სკოლები კი, სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ.