Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​1-ლი ივნისი წალენჯიხელ ბავშვებს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მიულოცა

​1-ლი ივნისი წალენჯიხელ ბავშვებს ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მიულოცა

ქალთა ფონდ ,,სოხუმის,, ფორუმ თეატრის და თოჯინების თეატრის ახალგაზდული დასის სტუმრობა წალენჯიხის კულტურის ცენტრისთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სავსე დარბაზი ელოდა „სოხუმელების“ საქველმოქმედო წარმოდგენებს, სადაც მშობლებიც და შვილებიც ერთნაირი ემოციით აფასებდნენ ქალთა ფონდ „სოხუმის“ თეატრალურ შემოქმედებას.

ინიციატივა, რომელიც 1 ივნისსგანხორციელდა, წალენჯიხის მუნიციაპლიტეტის და ქალთა ფონდ „სოხუმის“ ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისწარმატებული მაგალითია, რომელიც უკვე ტრადიციის სახეს იღებს.

R. 

წაიკითხეთ სრულად