Baby Bag

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას ​1tv.ge ავრცელებს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს ​გადადგა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან?

რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან?
„რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან? მათ ღირებულებები აერთიანებთ, გამოსდით მოსწავლეების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ათმა ფინალისტმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და სათქმელი უკვე თქვა. ლადო კი დღევანდელი შედეგის მიუხედავად გამარჯვებულია. მან გააცნო ჩიბათი საქართველოს და საქართველო - მსოფლიოს. გააკეთა ის, რაც აქამდე არავის მოუხერხებია, ყველა აალაპარაკა მასწავლებლის პროფესიაზე. მიზანი მიღწეულია. ლადოს მადლობა ამ საოცარი ერთიანობისთვის, ამაღლებული განწყობისთვის, რასაც ამ დღეებში გარშემო ვუყურებ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს საკეთებელი პროფესიის პოპულარიზაციისთვის!“

ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა ფეისბუქგვერდზე ​დაწერა.​


ასევე დაგაინტერესებთ: 

​ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

წაიკითხეთ სრულად