Baby Bag

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ​ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017 წლამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუში

გთავაზობთ ​გეოგრაფიის მასწავლებლის ნარგიზ ქათამაძის გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ნიმუშს. 

ნიმუში იხილეთ ბმულზე  - ​​​​გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმა​​​

გაკვეთილი ჩატარდა მე-7 კლასში, თემა კი ბუნებრივი პირობები და რესურსები იყო. 

წაიკითხეთ სრულად