Baby Bag

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ​ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017 წლამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი მასწავლებელი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მას თანამოაზრე აუცილებლად სჭირდება“

გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ფსიქოლოგ ნინო გოგიჩაძეს პირველი კლასის დამრიგებელმა, რომელმაც წელს დაიწყო სკოლაში მუშაობა, ბავშვებისთვის სადამრიგებლო საათის ფარგლებში საკითხავი რესურსის შესახებ რჩევის მიცემა სთხოვა.  

„საკითხავი რესურსი მირჩიეთ, რაც დამეხმარება ბავშვებში მეგობრობისა და ემპათიის გრძნობები გააღვიძოს და ამით მოერიოს ურთიერთდამცირების და უსიყვარულობის სინდრომს,“ - აღნიშნა მასწავლებელმა. 


ნინო გოგიჩაძის თქმით, პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა მოძებნოს თანამოაზრე, ვისთან ერთადაც წამოიწყებს ამ საკითხზე მუშაობას, კარგი იქნება თუ ეს თანამოაზრე სკოლის ფსიქოლოგი იქნება, რადგან როგორც ნინო გოგიჩაძე აღნიშნავს, ერთი მასწავლებელი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. 

წაიკითხეთ სრულად