Baby Bag

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ​ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017 წლამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სქემაში შესული 5 ცვლილება, რომლის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლები დიდი ხანი ელოდებოდნენ

სქემაში შესული 5 ცვლილება, რომლის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლები დიდი ხანი ელოდებოდნენ

​MomsEdu.ge გთავაზობთ მოკლედ იმ 5 ცვლილების შესახებ, რაც სქემაში შევიდა:

1. 2020 წელს, პირველად სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ;

2. პრაქტიკოს მასწავლებლებს გადაუვადდათ გამოცდა და შემოდგომაზე ჩააბარებენ;

3. პრაქტიკოს მასწავლებლებს 19 კრედიტ-ქულამდე შევსების მიზნით, 1-5 კრედიტქულიანი ​ტრენინგ-მოდულის გავლის შესაძლებლობა ექნებათ;

4. პრაქტიკოს მასწავლებლებს შრომითი ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ;

5. მაძიებელი მასწავლებლები და სისტემაში შესვლის მსურველები ​გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ.

მეტი დეტალის გასაგებად, ნახეთ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა


წაიკითხეთ სრულად