Baby Bag

„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური

„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში 1365 აკრძალული ნივთი იქნა ამოღებული.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ნივთებს შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ელექტროშოკია. ამოღებულ იქნა ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო 13 ნივთი. ყველაზე მეტი, 891 ნივთი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქნა ამოღებული, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთია. შემდეგ მოდის ბანქო ან სხვა აზარტული საშუალება – 207 ერთეული. მოსწავლეებს შორის პოპულარული, აკრძალული ნივთების სამეულში შედის ცივი იარაღი (დანა) – 77 ერთეული. აღნიშნულ პერიოდში ასევე ამოიღეს ელექტროსიგარეტი – 60 ერთეული. სკოლებიდან ამოღებული, დანარჩენი ნივთების ჩამონათვალი ასეთია: ბლაგვი საგანი – ექვსი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება – ოთხი, საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა) – 10, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის საშუალება – ხუთი, ბასრი იარაღი 14, კასტეტი – 48, ალკოჰოლის ნაწარმი 26.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების გრიფირების შედეგები ცნობილია - იხილეთ სია

სახელმძღვანელოების გრიფირების შედეგები ცნობილია - იხილეთ სია

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების პროცესი დასრულდა და შესაბამისს ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს. 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ იხილეთ ​ბრძანება

ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ იხილეთ ​ბრძანება. 

გრიფირებული სახელმძღვანელოების სია იხილეთ დანართებში: 

დანართი 

დანართი 


წაიკითხეთ სრულად