Baby Bag

სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“ დაინერგება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სკოლებში „Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე.

მაიკროსოფტის „Minecraft“-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით, სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა საყურადღებოდ! - იხილეთ გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა

მასწავლებელთა საყურადღებოდ! - იხილეთ გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა

გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.

იხილეთ გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა


წაიკითხეთ სრულად