საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა.
ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ტესტი სამი ნაწილისგან შედგება და ტესტის მაქსიმალური ქულაა 100.
ტესტის პირველი ნაწილი შეეხება საკანონმდებლო ბაზას და 20-ქულიანია;
მეორე ნაწილი პროფესიული უნარებისგან შედგება და 50-ქულიანია;
მესამე ნაწილი კი ზოგად უნარებს მოიცავს და 30-ქულიანია.
იხილეთ საგამოცდო პროგრამა.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებრვლის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე www.directors.mes.gov.ge.