Baby Bag

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისის რვა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მალე დასრულდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.

2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება დასრულდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ტესტირების შედეგებს მათემატიკაში (I-VI), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI) ბუნებისმეტყველებაში (I-VI), ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და უცხოურ ენებში.
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება პირველ სექტემბერს. დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
წაიკითხეთ სრულად