Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

300 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შემდეგ ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გაიგებთ

300 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შემდეგ ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გაიგებთ

ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ონლაინ კურსი არსებობს იმისთვის, რომ ამ ენას სრულყოფილად დაეუფლოთ. გთავაზობთ ინგლისური ენის უფასო გაკვეთილების საიტს.

ინგლისური ენის უფასო გაკვეთილები იხილეთ ბმულზე - ​უფასო ონლაინ გაკვეთილები​

ასევე იხილეთ საბაზისო 300 სიტყვა, რომლის დაზეპირება სალაპარაკო ინგლისურის ათვისებაში დაგეხმარებათ. 

წაიკითხეთ სრულად