Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,პრაქტიკოს მასწავლებლებს ჩვენ ვაძლევთ ბოლო შანსს...რა მოხდება შემდგომ?''

,,პრაქტიკოს მასწავლებლებს ჩვენ ვაძლევთ ბოლო შანსს...რა მოხდება შემდგომ?''

,,პრაქტიკოს მასწავლებლებს ჩვენ ვაძლევთ ბოლო შანსს, რომ დაასრულონ ის პროცესი, რომელიც დაიწყეს 1, 2 ან 3 წლის წინ. . . ამის შანსი მათ მეტჯერ აღარ მიეცემათ.. რა მოხდება შემდგომ? ვიცით, რომ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა შეწყდა. რა გზის გავლა მოუწევთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველებს,'' - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემაში ,,ZOOM განათლებაზე'' ისაუბრა.

ნახეთ ვიდეო ☝️


წაიკითხეთ სრულად