Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაც ყველაზე სასიხარულოა, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია'' - ლევან რატიანი

,,რაც ყველაზე სასიხარულოა, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია'' - ლევან რატიანი

​,,ორსულების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია,'' - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასევე სტაბილურია საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული13 წლის მოზარდის მდგომარეობა.

ჩვენს კლინიკაში არის ერთი 13 წლის ბავშვი, ამ ეტაპზე არანაირი დამძიმების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ფასდება სტაბილურად,'' - დასძინა ლევან რატიანმა. 

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებული 36, გარდაცვლილი კი 2 ადამიანია.


წაიკითხეთ სრულად