Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კაცობრიობას ამ ვირუსზე უარესი დაავადებები დაუმარცხებია - თანაგანცდით და შრომით“

„კაცობრიობას ამ ვირუსზე უარესი დაავადებები დაუმარცხებია - თანაგანცდით და შრომით“
„კაცობრიობას ამ ვირუსზე უარესი დაავადებები დაუმარცხებია - თანაგანცდით და შრომით. და ეს ყალბი სიტყვები არ არის, დადასტურებული გამოცდილებაა - არაფერია შიშზე და სიძულვილზე უფრო სასტიკი ავადმყოფობა, მათზე უფრო ძნელად დასამორჩილებელი და დასაძლევი. ამიტომაც, დღეიდან, მარტივი ფორმულის მოხმობა გვჭირდება - რა თქმა უნდა პირბადეები, მაგრამ ღიმილი, რომელიც პირბადიდანაც გამოაღწევს და ერთმანეთს გადავდებთ.
ადამიანი ამ ომსაც მოიგებს. აგერ მე და აგერ კორონავირუსი.“

მწერალი გიორგი კეკელიძე

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად