Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო“ - მაია ბუწაშვილი ვაქცინამდელი გამოკვლევების შესახებ

„რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო“ - მაია ბუწაშვილი ვაქცინამდელი გამოკვლევების შესახებ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინამდელი გამოკვლევების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:

„​მედიცინაში არ არსებობს ცნება ლაბორატორიული გამოკვლევების „პრევაქს პანელი“. არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არცერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა. თუ ადამიანს გეგმიურად რაიმე პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სურს, ეს მისი ნებაა და ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ასე საყოველთაოდ ამის რეკლამირება, სახელის ფორმალიზება (პრევაქსი), რაც ადამიანებს უჩენს იმის განცდას, რომ ანალიზების ამ ერთობლიობას მართლა რაიმე ოფიციალური სახელი ქვია და სამედიცინო საფუძველი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო“, - წერს მაია ბუწაშვილი.


წაიკითხეთ სრულად