Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​,,კორონავირუსი ჩახუტების დაავადებაა და თქვენ თუ არ ჩაეხუტებით ერთმანეთს ძალიან კარგი იქნება'' - ლევან რატიანი ჟურნალისტებს

​,,კორონავირუსი ჩახუტების დაავადებაა და თქვენ თუ არ ჩაეხუტებით ერთმანეთს ძალიან კარგი იქნება'' - ლევან რატიანი ჟურნალისტებს

​,,კორონავირუსი ჩახუტების დაავადებაა და თქვენ თუ არ ჩაეხუტებით ერთმანეთს ძალიან კარგი იქნება,'' - აღნიშნული შენიშვნა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს მისცა. 

ლევან რატიანი ზედმიწევნით იცავს წესებს, რომლებიც კორონავირუსის თავიდან აცილებისთვის არის საჭირო და ჟურნალისტებსაც ამისკენ მოუწოდებს. 

წაიკითხეთ სრულად