Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ,,ფაიზერის'' ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი ფხაკაძემ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიიღო. 

,,გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო:

1. მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით,

2. ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ;

3. არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემ გამო ვინმე იყოს ავად,'' - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ. 

წაიკითხეთ სრულად