Baby Bag

შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების პროცესში ეხმარება

შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების პროცესში ეხმარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში ეხმარება.

სამინისტროს ცნობით, შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

„აღნიშნულ ჯგუფში ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365-ის სრულფასოვნად ათვისებისთვის დახმარებას გაუწევენ. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ​ჯგუ​ფი

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე (22 მაისამდე) გადაიდება. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. 

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს,“ - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.


წაიკითხეთ სრულად