Baby Bag

საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასრულწლოვანი პირების მშობლები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას - სახელმწიფო ინსპექტორი ონლაინ სწავლებაზე

საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასრულწლოვანი პირების მშობლები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას - სახელმწიფო ინსპექტორი ონლაინ სწავლებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ​განცხადებას ავრცელებს.

„დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლები, უნივერსიტეტები), ასევე ხშირია დისტანციურად შეხვედრების გამართვის პრეცედენტები.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორის, იუმორისტული) ფოტო-ვიდეო მასალა.

ონლაინ შეხვედრების, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო გამოსახულება) წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას.

არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა, არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).

შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

დისტანციური შეხვედრებისათვის გამართვისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე კოლაბორაციული კომუნიკაციის სისტემები (მაგალითად, Webex, Zoom, Teams და ა.შ.)“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეახსენეთ მოსწავლეებს ,,ტელესკოლის'' შაბათ-კვირის გაკვეთილების ცხრილი

შეახსენეთ მოსწავლეებს ,,ტელესკოლის'' შაბათ-კვირის გაკვეთილების ცხრილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება” (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ​კვირის დღეებისა, ,,ტელესკოლა'' მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს შაბათ-კვირასაც სთავაზობს. 

იხილეთ შაბათ-კვირის ცხრილი 👇და არ დაგავიწყდეთ !!!


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.


წაიკითხეთ სრულად