Baby Bag

ანაცვლებს თუ არა „ტელესკოლა“ teams-ში გაკვეთილების ჩატარებას?

ანაცვლებს თუ არა „ტელესკოლა“ teams-ში გაკვეთილების ჩატარებას?

მას შემდეგ, რაც „ტელესკოლის“ შესახებ გახდა ცნობილი, გაჩნდა კითხვა, ხომ არ ანაცვლებს აღნიშნული პროექტი ონლაინ გაკვეთილებს. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ​Momsedu.ge-ს უთხრეს, teams-ში გაკვეთილების ჩატარება აუცილებელია.

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. რაც შეეხება teams-ში გაკვეთილების ჩატარებას, აუცილებელია. სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. ეს ორივე ფორმატი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესს,“ - აღნიშნეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება

ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება

„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგემის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზისა, რომელსაც ყველა უნდა გავყვეთ - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.

„ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან: ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური, სოციალური, ალბათ, პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროშიც. ამიტომ, რადგან ვამბობთ, რომ კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად ნელ-ნელა უნდა ავამუშავოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად